"აღმოსავლეთ პარტნიორობის" დეკლარაცია - როგორი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს სამიტზე

ორწლიანი სამოქმედო გეგმა ასოცირებულმა პარტნიორებმა მიიღეს. გეგმასთან ერთად, შეფასდა რეფორმები და პროგრესი. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის დეკლარაცია პარტნიორების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას აუცილებლად მიიჩნევს, აღიარებს ევროპულ მისწრაფებას და ასოცირებული სახელმწიფოების მომავალზე დისკუსიისთვის მზადყოფნას აფიქსირებს.

20/20-ისთვის პარტნიორებმა ევროკავშირთან ერთად 20 მიზანს უნდა მიაღწიონ.