აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი  

პოლონეთი იყო შვედეთთან ერთად, ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა ევროკავშირის იმ პროგრამის, რომელშიც საქართველო 10 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ჩაერთო.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის საიუბილეო თარიღს, რამდენიმე დღეში ბრიუსელში აღნიშნავენ. მანამდე კი, თბილისში 10-წლიან გზას აჯამებენ. მთავარ მიღწევად 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება და 2017 წელს ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა სახელდება. აქცენტი კეთდება თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზეც, რამაც ქართული პროდუქციის ნაწილს ევროპულ ბაზარზე გაუხსნა კარი. ქვეყანას აქვს ინდივიდუალური ფორმატებიც.

საქართველოსთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს აერთიანებს.  თუმცა, აღმოსავლელ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყნად, ევროკავშირი ყველა შეხვედრასა თუ განცხადებაში, საქართველოს აცხადებს.

რა მომავალი აქვს პრაღაში 2009 წელს დაწყებულ პარტნორობას, – მარიამ მენაბდე დეტალებით.