აღმოჩენა სოფელ ველისციხეში. თითქმის 2 საუკუნის წინანდელი კედლის მხატვრობა, რომელიც შესაძლოა ნიკო ფოროსმანს უკავშირდებოდეს.
კინტოების ქეიფი, ორთქმავალი და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესი – ასე გამოიყურება ნახატის ფრაგმენტები, რომლიც მკვლევარების თქმით სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული. სპეციალისტები მასზე კვლევების დროულ ჩატარებას ითხოვენ, რადგან არა არის ამორიცხული ველისციხის დუქანში სტუმრობისას, ის ნიკო ფიროსმანს მოეხატა. ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა, ვის ეკუთვნის ნახატი, ნიკო ფიროსმანს თუ მისი ხელწერის მიმბაძველ უცნობ მხატვარს.
ახალი აღმოჩენა და ადგილობრივების მიერ შემონახული ისტორიების შესახებ – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილი სიუჟეტი.