აღმოჩენა გრაკლიანის ნამოსახლარზე

გრაკლიანის ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, არტეფაქტებით მდიდარ და მასშტაბური ფართობის კვლევით ობიექტზე, აქამდე უცნობი ნაგებობის კედლის ნაწილი და ფრიზის ფრაგმენტია აღმოჩენილი. ექსპედიციის ხელმძღვანელის ვარაუდით, უნდა არსებობდეს წარწერა ან ქანდაკებაც, რომლის ნაწილსაც ეს კონკრეტული ფრაგმენტი წარმოადგენდა, თუმცა, ამის დასაზუსტებლად სამუშაოების გაგრძელებაა აუცილებელი.

არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, სპეციალურად იტალიიდან მოწვეული ექსპერტი, რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი უნიკალური წარწერის გადაუდებელი კონსერვაციის საკითხზეც მუშაობს.

თათია კუჭუხიძე დეტალებით.