აღმოჩენა გონიო-აფსაროსის ციხეზე

21:35, 22.08.2026

საქართველოს ნუმიზმატიკური საგანძური კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატით გამდიდრდა. გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, მეცნიერებმა ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით გამოშვებული ბრინჯაოს მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის 184–185 წლებით თარიღდება. რატომ არის ეს მიგნება განსაკუთრებული მნიშვნელობის მკვლევართათვის და რა ახალ შტრიხებს ამატებს იგი გონიო-აფსაროსის მდიდარ მატიანეს? – ახალი არტეფაქტები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაცილებით ზუსტად აღადგინონ ციხესიმაგრის განვითარების ისტორიული ეტაპები. მიმდინარე წელს მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციები პეტრასა და კავიანის ციხეებზეც განხორციელდა, სადაც კვლევების შედეგად არაერთი ფასეული ნივთი გამოვლინდა.

მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი აჭარიდან #მოამბე

მსგავსი