დმანისის მუნიციპალიტეტში, ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე მიმდინარე გათხრებისას, მილიონ 800 000 წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. არტეფაქტი, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის. ჰომო ერექტუსი ადამიანის ნაკლებგანვითარებული წინაპარია, რომელიც უკვე ორ ფეხზე დგას და ქვის იარაღებს ხმარობს, მაგრამ ძალიან პატარა ტვინი აქვს და სავარაუდოდ, ლაპარაკი და ცეცხლის დანთება ჯერ არ იცის. ოროზმანში გათხრები ზუსტად იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც ამავე ექსპედიციამ, გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს.