აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე

18:36, 11.06.2026

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი