აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ სროლის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ივანოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აცხადებდა, რომ დაკავებული 45 წლის მამაკაცი მკაცრად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ნასვამ მდგომარეობაში უმისამართოდ ისროდა და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს. მას არ ჰყავდა ადვოკატი და არც კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი ეკუთვნოდა.

თავად ბრალდებულმა პროცესზე მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.