აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

ვაკეში სროლის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  ადვოკატები, მერაბ ხიდაშელისა და მამუკა გურჩიაისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. ბრალდებული მამუკა გურჩიანი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, ხიდაშელი კი მომხდარში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  გურჩიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღისა და ორი პირის დაზიანების მუხლებით. თუმცა, ადვოკატის განცხადებით მომხდარი არ უკავშირდება ბიზნესმეწილეებს შორის დავას და იმ პირებს, ვისთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა, ის მათ არ იცნობდა. დაპირისპირება კი ავტომანქანის არასწორად გაჩერებამ გამოიწვია.  მამუკა გურჩიანს  ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ხოლო მეორე დაკავებულ პირს, მერაბ ხიდაშელს, ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. პროკურატურის ცნობით, გარდა დაკავებულებისა, საქმეში ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირიც მონაწილეობდა, შესაბამისად, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი