აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
პროცესი დაიხურა, რადგან არასრულწლოვანია დაკავებულებს შორის. პროკურატურა პატიმრობას, ადვოკატები გირაოს ითხოვენ. შსს-ს ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა სოციალურ ქსელში გოგოების პროფილები შექმნეს, ყალბი გვერდებით ახალგაზრდა მამაკაცებს წერდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ. შემდეგ კი მათზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ნაცემებს თანხას და პირად ნივთებს ართმევდნენ. მუხლები რომელიც მათ აქვთ წარდგენილი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.