აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

18:26, 05.10.2026

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათგან ნაწილი ბრალს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალდებას უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი ორი დღის წინ დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არის საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გიგოლაძე, მეტსახელად „ჩერმანა“, რომლის მითითებითაც, გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური დავების გადაწყვეტა ე.წ. ქურდული მეთოდებით ხდებოდა. ბრალდებულებს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი