აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე, ოთხი ბრალდებულის მიმართ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო ერთს – გირაო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.