აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

18:37, 06.11.2025

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს, ნანა მეფარიშვილს კი 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. სხდომას 7 ბრალდებულიდან ესწრებოდა, ნანა ნეფარიშვილი, გიორგი კირთაძე, ლევან მოისწრაფიშვილი, და ბადრი ნათობაძე პროცესზე არ იმყოფებოდნენ ნოდარ ნიშნიანიძე, კაკო ტუღუში, და  თამაზ მეფარიშვილი. სამივე პირის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. ამასთან, პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება, მკვლელობაში მონაწილე პირების ანგარიშსწორების შესახებ. აღნიშნული კი ეცნობა ქურდული სამყაროს წევრებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებსაც დაევალათ მისი აღსრულება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანს და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

მსგავსი