აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურორმა და ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.