ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმე

ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობას დღის მეორე ნახევარში წარადგენს. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის  საქმესთან დაკავშირებით,  გია თვალავაძეს ბრალი გვიან ღამით წაუყენეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ მან გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა ხელი და უკვე სწავლობს მასალებს. თვალავაძესთან ერთად, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი ბრალდებული.