აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს, ასევე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს, მათი თქმით, საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულება, რაც დაკავებულის ბრალს დაამტკიცებს, დაკავებას საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებენ. პროკურატურა კი სასამართლოს დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართავს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. თედო აბრამოვი პოლიციამ 2024 წლის 7 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დააკავა.