აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების – დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის​ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესზე ადვოკატები ბრალდებულების დაცვის ნაწილში უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ და ასევე ითხოვენ საქმეში დაუშვებლად იქნას ცნობილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი. ასევე, უფლებადამცველების მოთხოვნაა, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურის მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უნდა დაერთოს საქმეს.