თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს. მანამდე კი მოსამართლემ ასევე იმსჯელა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის საქმეზე და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.