აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა – ხატია ჯამალაშვილის ჩართვა

15:05, 10.01.2025

უკვე 3 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით კი, გირაო შესთავაზეს. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს.

ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი