აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან, გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა და მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ასევე უდავო გახადა საქმეში პროკურატურის მტკიცებულებები. ორივე მათგანი ბრალს აღიარებს და მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობენ. ორივე მათგანს ბრალად ედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც 12 000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. ბრალდებულები მზად არიან აანაზღაურონ ზარალიც. წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.