აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ ხუტაშვილისა და დანიელ მუმლაძის სასამართლო სხდომა იმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.

ორივე მათგანს გამოძიება სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. საუბარია აქციის მიმდინარეობისას, რუსთაველის გამზირზე მდებარე 11 სათვალთვალო კამერის დაზიანებაზე, რამაც 12 000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. დაკავებულები ბრალს აღიარებენ და ამ ეტაპზე მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობენ. ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.