აღკვეთის ღონისძიება

18:15, 18.01.2026

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ. უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულები ჩადენილ ფაქტს აღიარებენ. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის #6 ნომერში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.

მსგავსი