აღკვეთის ღონისძიება
ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის ათი არასრულწლოვანია, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი ორი დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.