თბილისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატმა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვადასხვა ბრალდებებით სულ 4 პირი დააკავა, ჯამში კი 11 ადამიანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
მაკა ლაშხია დეტალებით #მოამბე