ამ წუთებში სასამართლო კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაკავებულის ადვოკატი კი სხდომაზე 3000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ცნობისთვის, აღნიშნული პირი სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიების ვერსიით, აღნიშნული პირი, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველია, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამ-ადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რის სანაცვლოდაც, მოითხოვა 4 600 ლარი. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.