აღკვეთის ღონისძიება

ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის გამო, 34 პირია ბრალდებული. შვიდ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ოთხი – საზღვარგარეთ იმყოფება, ორი პენიტენციურ დაწესებულებაშია, ერთი კი, ე.წ. კანონიერი ქურდია. აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავა. უწყებამ ოპერაცია სისხლის სამართლის ხუთ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების დასაკავებლად ჩაატარა. მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ. ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში, დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი, დავით ჩუბინიძე. საუბარია 2021 წლის საქმეზე.

გამოძიების ცნობით, მიქაძე და ჩუბინიძე დაეუფლნენ სხვის კუთვნილ ხუთ ცეცხლსასროლ იარაღს და მესამე პირზე მართლსაწინააღდმეგოდ გაასხვისეს. მიქაძეს ბრალი ამ საქმეზე დაუსწრებლად წარედგინა.