მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი – 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ მას შეეძლო დაკავებამდე ქვეყნიდან წასულიყო, თუმცა, ის ასე არ მოიქცა. ამასთან, დათაშვილი მიუთითებდა, რომ მას ჰყავს შვილი და აქვს მასზე ვალდებულებები. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნინო დათაშვილი საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავებიან. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.