აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ფილარმონიასთან დაკავებული ორი პირის პროცესი გაიმართება. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ნიკოლოზ ჭკუასელსა და ანდრო სირაძეს შსს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. შემთხვევა ორი დღის წინ მაშინ მოხდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირზე მიმავალ მარშის მონაწილეებს, გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირები დაუპირისპირდნენ. ბრალდებულთა ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ.