აღკვეთის ღონისძიება

ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ 5 ბრალდებულს, მათგან ორს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასევე სხდომის შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის მხრიდან სხვა დაკავებულებზე სავარაუდო ზეწოლაზე ისაუბრა. პროკურორი აღნიშნულს არ ეთანხმება. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქმეში არაერთი ნივთიერი თუ ვიდეო მტკიცებულებაა. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალდება გადაუკვალიფიცირდეთ.

შეგახსენებთ, ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე მკვლელობა 17 თებერვალს, ერთ-ერთი დაკავებულის სახლში მოხდა. მოკლულს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.