აღკვეთის ღონისძიება

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება, სადაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს დატოვებს თუ წინასწარ პატიმრობაში დაკავებულ პირს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ ანატოლი გიგაური თავს იცავდა. რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარე უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს.