აღკვეთის ღონისძიება

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბაბუისა და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

დაცვის მხარემ, პროცესზე 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურა კი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა იმ არგუმენტებით, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.