აღკვეთის ღონისძიება

სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად, სხდომა დახურული იქნება. დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთი რუსეთის, მეორე კი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

მათ საზოგადოებრივი დამცველი იცავს. დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი.