აღკვეთის ღონისძიება

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციის მთავარი სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მელია, დოლიძე და კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას, მელიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.