მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 20 000-ლარიან გირაოს, პროკურატურა კი დანაშაულის განმეორებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის არგუმენტით, პატიმრობას ითხოვდა. საბოლოოდ სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ინციდენტი 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გუგეშაშვილი ბრალს აღიარებს.