აღკვეთის ღონისძიება

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე დაცვის პოლიციის თანამშრომელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან, შესაძლოა, არსებობდეს მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხე, ამასთან, დასადგენი იყო თავად მომხდარი ფაქტის დეტალებიც, თუ რა მოტივით დაესხა თავს გარდაცვლილი გიჩო მარგველაშვილს. დაცვის მხარე ამ საშიშროებას კატეგორიულად გამორიცხავდა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას სთხოვდა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებული კახაბერ კამლაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს გაიმართება. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.