აღკვეთის ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. ამ წუთებში სასამართლო დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ხატია ჯამალაშვილი გვერთვება საქალაქო სასამართლოდან და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს.