აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, „იმედისა“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ბრალდებულებს ოთხი წლიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მოამბე

დატოვე კომენტარი