აღკვეთის ღონისძიება

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში, ე.წ. საძელეს მთის საბაგიროზე მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომაზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რაში ედებათ ბრალი. მათი თქმით, მორალურად თავს დამნაშავედ ცნობენ, ვინაიდან შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირმა დაზიანებები მიიღო, თუმცა აღნიშნავენ, რომ ტექნიკურ ნაწილში მათი ბრალი გაურკვეველია.

ბრალდების მხარე მათთვის 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროკურორ ნინო ზურაბაშვილის განცხადებით, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტობრივი საფრთხეები. 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ. საძელეს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს.