აღკვეთის ღონისძიება

12:11, 15.03.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები ბრალდების პოზიციას არ ეთანხმებიან. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს, ხოლო ბრალდების მხარე უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, პატიმრობას ითხოვდა. პროკურატურა თვლიდა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა. შეგახსენებთ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“ გადმოიტანეს. ნივთიერება ავტომობილებისთვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად გამოიყენება.  გამოძიების ცნობით კუსტარულად დამზადებული საწვავი სისტემატურად იყიდებოდა.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი