აღკვეთი ღონისძიების შეფარდება

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ადუაშვილი, რომელსაც გამოძიება, შურისძიების მოტივით ზურაბ კუჭავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, დუმილის უფლებას იყენებს. მათ შორის არ საუბრობს არც იმ დაზიანებებზე, რომლებიც სროლამდე თავად მას მიაყენეს.

გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატებიც, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დატოვე კომენტარი