აღიარება „პრანკერებთან“ - ოპოზიციის პოლიტიკური გეგმა

სანქციები, ახალი არჩევნების თარიღის დასახელება, დაკავებულების გათავისუფლება – ამ მოთხოვნებით საქართველოზე მომზადებული რეზოლუციების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიღებული დოკუმენტის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი გზავნილებით და კრიტიკული მოწოდებებით გამოირჩევა. ვალენსიაში გამართულ გუშინდელ ყრილობაზე რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლაში მმართველი გუნდი ფაშისტურ მიდგომებს ხედავს. გასხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც ბალტიისპირელი დეპუტატის მოწოდებების შეფასებასთან ერთად რუსი „პრანკერების“ მიერ გავრცელებულ ახალ მასალაზეც უწევს განმარტების გაკეთება. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, „პრანკერები“ უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით საქართველოში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებზე ამჯერად ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველს და „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული კონგრესმენის, ჯო უილსონის თანაშემწეს, პოლ მასაროს ესაუბრებიან.

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე მაიდნის სცენარის ხსენების გამო მასალამ რეზონანსი გამოიწვია.