აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სააღდგომო მსახურება რომის პაპმა პანდემიის გამო წელსაც თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ლიტურგიას მხოლოდ 200-მდე ადამიანი ესწრებოდა. მსახურება ორი საათით ადრე დაიწყო, რომ ლიტურგიაზე მყოფ მრევლს კომენდანტის საათის ამოქმედებამდე სახლებში დაბრუნება მოესწრო. რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეს რთული დრო მალე დასრულდება და ხალხი ყოველდღიური ცხოვრების მადლს ხელახლა აღმოაჩენს. დღეს მოგვიანებით, პაპი ტრადიციულ „ურბი ეტ ორბი“ მიმართვას წაიკითხავს.

მოამბე