რომის პაპმა, ლეო XIV-მ სააღდგომო ლიტურგიაზე მოუწოდა მორწმუნეებს, არ გახდნენ გულგრილნი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ და იმუშაონ მშვიდობისთვის. პონტიფიკოსს მსახურების დროს კონკრეტული კონფლიქტები არ უხსენებია და შეკრებილებს სიკეთისა და ღვთის სიყვარულის ძალაზე ესაუბრა. ცნობისთვის, გასულ კვირას პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი არ მიიღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და „ხელები სისხლში აქვთ გასვრილი“. 31 მარტს პონტიფიკოსმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, მოძებნოს გამოსავალი ომის დასასრულებლად. აღსანიშნავია, რომ დღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო მესას ჩაატარებს და სპეციალური გზავნილით გამოვა.