აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

18:18, 02.05.2021

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. სააღდგომო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მრევლი და ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ.

მოამბე

მსგავსი