აღდგომა წმინდა მიწაზე 

21:07, 20.04.2025

ქრისტიანული სამყარო დღეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

ყველაზე მეტად ამ დღის განსაკუთრებულობა წმინდა მიწაზე იგრძნობა, იქ სადაც მაცხოვარი ჯერ ჯვარს აცვეს, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. იერუსალიმში ვნების კვირის გასატარებლად და მთავარი სასწაულის, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად იკრიბებიან. მათ შორის არიან ქართველი პილიგრიმებიც, რომლებმაც წლის ყველაზე მძიმე დღეს სიმბოლურად ვია დოლოროსას, გოლგოთამდე ქრისტეს უკანასკნელი გზა გაიარეს. ამის შემდეგ იყო დიდი შაბათი, როცა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე აგებული პატარა ტაძრიდან, იგივე კუვუკლიიდან ზეციურად გარდამოსული ცეცხლი გამოიტანა და მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა ახარა.

ვნების კვირეული საქართველოდან ჩასულ მომლოცველებთან ერთად იერუსალიმში გაატარა „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმაც. გენო ოსიყმაშვილი და ვახო ლეკიაშვილი მოგვიყვებიან რა ხდება ქრისტიანებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან კვირას წმინდა მიწაზე.

მსგავსი