აღდგომა ქვათახევის მონასტერში 

რწმენით, იმედითა და სიხარულით შეხვდნენ აღდგომას ქვათახევის მამათა მონასტერში.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ქართლის უმთავრეს სასულიერო კომპლექსად ითვლებოდა. წყაროების თანახმად იქ მე-15 საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, მოგვიანებით კი სამონასტრო ცხოვრება ქვათახევში მამებმა გააგრძელეს. სამონასტრო კომპლექსში ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, ქვათახევში ახლაც შემორჩენილია თემურ-ლენგის შემოსევისა და დარბევის კვალი. ეს ადგილი უძველესი ბიბლიოთეკით და სამედავითნო სკოლით სასულიერო განათლებისა და მწიგნობრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.