აღდგომა ბოლნისის სიონში
აღდგომის სიხარული მონასტრულ ცხოვრებაში კიდევ უფრო გამორჩეული და ემოციურია.
ბოლნისის სიონი და ეპარქიის უძველესი ტაძრები რწმენით ქმნიან და ინახავენ ისტორიას, მეხუთე საუკუნის ბაზილიკის ეზოში მდებარე მარიამ მაგდალინელის სახელობის დედათა მონასტერში კი ყოველდღიურობა შრომითა და სიმშვიდით არის სავსე. დიდი სიყვარულით უვლიან ტაძარს, ამზადებენ სანთლებსა და სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს. მცირე მეურნეობა და მრავალფეროვანი ყვავილები, მონასტერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სააღდგომო სამზადისი აქ ვნების კვირაში იწყება. წითელ პარასკევს ლოცვის დასრულების შემდეგ ტრადიციულად კვერცხები იღებება.
დედა რაქელმა უმასპინძლა „მოამბე რეგიონების“ გადამღებ ჯგუფს – რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი ბოლნისის სიონიდან.