აღდგენითი სამუშაოები ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში

ზუგდიდში სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

დევნილთა დასახლებაში ჩატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაფასა. იძულებით გადაადგილებულებმა ვიცე-პრემიერს ბუნებრივი აირისა და გზის მოწესრიგების საკითხის მოგვარება სთხოვეს.

ჯერ ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინისტრი ამბობს, რომ სოფელ ოქტომბერში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რა დროსაც ასეულობით საცხოვრებელი სახლისა და შენობის სახურავი დაზიანდა.