„აღასრულე კანონი - დაიცავი დაუცველი“

„აღასრულე კანონი – დაისაჯონ დამნაშავეები“, – ამ სლოგანით ჟურნალისტებმა და ცხოველთა უფლებადამცველებმა რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ცხოველების წამების წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის ამოქმედებას მოითხოვენ. მათი თქმით, მიღებული კანონის ფარგლებში, ამ დროისთვის არც ერთი ცხოველზე მოძალადე არ დასჯილა.