აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად  გორის პოლიციაში გვიან ღამით წარედგინა. მას განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმის მასალები მისთვის ჯერ არ გადაუციათ.

16 წლის გოგოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

დატოვე კომენტარი